2014-11-13

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო „Eugen Ionescu” პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის

თსუ-ის ფრანგულენოვან დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში ჩაატარონ კვლევა რუმინეთის 26 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში. 
სტიპენდია მოიცავს: 
  • 1000€ პოსტდოქტორანტებისათვის და 800€ დოტორანტებისათვის (თვეში)
  • ერთჯერად ფინანსურ ბონუსს (300€)
  • ორმხრივ ავიაბილეთს
  • სამედიცინო დაზღვევას
  • ლაბორატორიული სამუშაოებისათვის დამატებით ხარჯებს 

მსურველთა განცხადებები მიიღება 2014 წლის 14 დეკემბრამდე.
მობილობის პერიოდია: 2015 წლის 1 მარტი - 31 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: „Eugen Ionescu” Program -2015 Call for Doctoral and postdoctoral Grants   ვებგვერდზე: www.auf.org/appels-offre

Print

« იხ. ყველა სიახლე