2013-11-06

თსუ-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

დაიწყო განაცხადების მიღება პროექტ ,,TSU School of Entrepreneurship” –ში მონაწილეობის მისაღებად.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 12 დეკემბერი. რეგისტრაცია  შესაძლებელია მხოლოდ ელექტორნულ ფორმატში შემდეგ მისამართზე:
http://www.tsu-entrepreneurship.com/open-for-applications/ . პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tsu-entrepreneurship.com.



Print

« იხ. ყველა სიახლე