2011-11-15

სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტის ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები 2011/2012 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

სალერნოს  (იტალია) უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები 2011/2012 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის


თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II და III სასწავლო წლის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში (www.unisa.it) გაცვლითი სტუდენტის სტატუსით ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად.
      
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის  ცოდნა.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და იტალიურ ენებზე)
  • მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 3 ეგზემპლარად)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
  • რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • პასპორტის ასლი

მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:
  • უფასო სწავლა
  • ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
  • კვების ტალონი
                                                                                   
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 25 ნოემბრის 12 საათი
 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).


შენიშვნა:                     დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
Print

« იხ. ყველა სიახლე