2012-03-27

ესეების კონკურსი თემაზე: ენა, იდენტობა, ისტორია

სტუდენტთა და მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: ენა, იდენტობა, ისტორია. გამარჯვებული კონკურსანტები  დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და საჩუქრებით.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თსუ ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს.

საკონტაქტო პირები: მაია მადუაშვილი, სოფიო პაპიაშვილი.

დაინტერესებულმა პირებმა ესეები უნდა გადააგზავნონ შემდეგ მისამართზე sopio.papiashvili@tsu.ge.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 აპრილი.
Print

« იხ. ყველა სიახლე