2017-10-06

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება - „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი“

14 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება - „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი“. პროექტი ხორციელდება "ორბელიანი საქართელოს" მიერ, შვედეთის საელჩოსა და თსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით .



ჩემპიონატის შინაარსი

ჩემპიონატი ჩატარდება სამ ტურად.
I.  პირველი ტური ვეფხისტყაოსნის - ,,რა? სად? როდის?’’-ს. (ხანგრძლივობა 40 წუთი).

პირველსა და მეორე ტურს შორის შესვენება ათი წუთი.

II. მეორე ტური - „აფორიზმების ფაზლი-ლოტო’’ (ხანგრძლივობა 40 წუთი).

მეორე და მესამე ტურს შორის შესვენება 10 წუთი.

III. მესამე ტური ჩატარდება ორ ნაწილად:

1. პირველი ნაწილი მოიცავს ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშს. რუკაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიული სამყარო და სიუჟეტური შინაარსი. კამათლის გაგორებით და პერსონაჟების გადაადგილებით განხორციელდება თამაში.

მესამე ტურის, პირველსა და მეორე ნაწილს შორის შესვენება 5 წუთი.

2. მეორე ნაწილში ითამაშებს 3 გუნდი, ერთ რუკაზე და გადაინაწილებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს.  
(მესამე ტურის ხანგრძლივობა 60 წუთი).

გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ:

  • პირველი ადგილი - 500 ლარიანი ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი;
  • მეორე ადგილი - 300 ლარიანი ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი;
  • მესამე ადგილი - 200 ლარიანი ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი.
სამივე გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ასევე ,,ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის“ პირველი გამოცემა. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა ,,ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის“  კალენდრები, სერთიფიკატები და საუნივერსიტეტო საჩუქრები.

ღონისძიების დასასრულს გაიმართება სერტიფიკატების გადაცემა და ალაფურშეტი.
ჩემპიონატი განკუთვნილია მათთვის, მათთვის ვისაც უყვარს ვეფხისტყაოსანი, უყვარს სამაგიდო თამაშები და თამაშობს ინტელექტუალურ თამაშებს. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მაქსიმალური რაოდენობაა 12, თითო გუნდში შედის ორი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოკტორანტი), როგორც თსუ-ს ისე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტუდენტი. თამაშის წესების ახსნა ადგილზე, ჩემპიონატის დღეს მოხდება.
გუნდების რეგისტრაციის ბმული 
გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის, 10 ოქტომბერი


Print

« იხ. ყველა სიახლე