2016-04-08

მინი კონკურსი სტუდენტებისათვის - „სამი აუცილებელი ნივთი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შემეცნებითი კონკურსის „პლანეტა რიდმორის“ დაწყებამდე, ჩაერთეთ მინი კონკურსში „სამი აუცილებელი ნივთი“ და მოიგეთ საჩუქრად წიგნები.

წარმოიდგინეთ, რომ სხვა პლანეტაზე მიემგზავრებით - იქ, სადაც სიცოცხლე ახლახან აღმოაჩინეს. მოგვწერეთ, თუ რომელ სამ ნივთს წაიღებდით თან და რატომ.

საინტერესო და ორიგინალური პასუხის მქონე სამ ავტორს საქართველოში ყველაზე ფანტასტიკური გამომცემლობა ფანტასტიკურ პრიზებს გადასცემს.

შეავსეთ საკონკურსო ანკეტა, პასუხები მიიღება 11 აპრილის 18:00 საათამდე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" წარმატებას გისურვებთ!

კონკურსის გვერდი ფეისბუქზე

Print

« იხ. ყველა სიახლე