2016-06-01

საჯარო ლექცია თემაზე - "ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა"

6 ივნისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზებულ საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ევროკავშირის კრიზისის მენეჯმენტისა და დაგეგმარების სამმართველოს დირექტორი ბატონი გაბორ იკლოდი თემაზე- "ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა." ბატონ იკლოდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო უსაფრთოხების, ასევე დიპლომატიური მიმართულებით.

სამუშაო ენა: ინგლისური

გთხოვთ, გაეცნოთ ბატონ იკლოდის ბიოგრაფიას.

მისამართი: თსუ, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, მეორე კორპუსი, მეოთხე სართული, 406-ე აუდიტორია.




Print

« იხ. ყველა სიახლე