2017-03-06

თიბისი ბანკის ანაზღაურებადი სტაჟირების ერთწლიანი პროგრამა სტუდენტებისთვის

თიბისი ბანკი აცხადებს სტუდენტების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების ერთწლიან პროგრამაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

თიბისი ბანკი წარმატებულ სტუდენტებს სთავაზობს:
• ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისი ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში;
• ახალი ტექნოლოგიების გაცნობას და ახალ გამოწვევებს;
• როტაციის შესაძლებლობას დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებაში;
• სტუდენტის გრაფიკზე მორგებულ სამუშაო საათებს.

სტაჟიორების ჩართულობა პროექტში:
• გუნდური პროექტი:
სტაჟიორები შექმნიან გუნდს და იმუშავებენ ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტექნოლოგიური სახის პროექტებზე.
წარმატებული პროექტების წარდგენა მოხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ განხორციელებაზე.

შერჩევის ეტაპები:

რეზიუმეების მიღება 15 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: Internship@tbcbank.com.ge
ტესტირება - გასაუბრება - ქეისის განხილვა

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გახდება თიბისი ბანკის გუნდის წევრი.

იხილეთ დანართი
Print

« იხ. ყველა სიახლე