2016-11-17

დამატებითი კონკურსი ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს თსუ დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის* სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

სადოქტორო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება,  სოციოლოგია, ბიოლოგია, გარემოს დაცვა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია:
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
 კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
https://www.udc.es/index.html?language=en
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია, საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა,
საკონტაქტო პირი: axel.gosseries@uclouvain.be
http://www.uclouvain.be/index.html
ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება
http://www.metu.edu.tr/
რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული
საკონტაქტო პროფესორი: ekolarov@uni-ruse.bg
https://www.uni-ruse.bg/en

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2016 წლის 12 ოქტომბერი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი**)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
მაგისტრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
მაგისტრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
პასპორტის ასლი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან; ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში არ არის სავალდებულო აღნიშნული დოკუმენტის ქონა)

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:

ბელგია, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი : 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
ბულგარეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 2 დეკემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე erasmusplus@tsu.ge
(სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (PhD) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით):

შენიშვნა:

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.


Print

« იხ. ყველა სიახლე