2011-04-06

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა - თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები“

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო
2011 წლის 28-29 ოქტომბერს



გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
”ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა -
თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები“

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ იყო  ფრანგული  ენისა და კულტურის აქტიური გამავრცელებელი.  ქართველ მეცნიერთა შრომები  მსოფლიო ლინგვისტური თუ ლიტერატურული ტენდენციების გაგრძელების  დაუღალავი მცდელობის  ნათელი დასტურია. უნივერსიტეტის კედლებში არაერთი მასშტაბური ღონისძიება გამართულა ცნობილ ქართველ თუ უცხოელ მოღვაწეთა  პატივსაცემად. ამჯერად უნივერსიტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულება  აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე :  “ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა : თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები”, რომელიც ეძღვნება ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსისა და ლინგვისტის, ჟაკ დერიდას  დაბადებიდან  80 წლისთავს. 

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის სათაური აერთიანებს სამ დამოუკიდებელ სფეროს, მათ შორის იკვეთება საკმაოდ მრავალმხრივი და საინტერესო ურთიერთკავშირი. აქედან გამომდინარე, კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შესაძლებელი ხდება კონკრეტული პრობლემატიკის ერთი დისციპლინის ჩარჩოში მოქცევა ან აღნიშნულ მიმართულებათა შედარება-დაკავშირება.

მოხსენების  თემატიკა :
  • ლინგვისტიკის საფუძვლები (ფონეტიკა, ფონოლოგია, მორფოსინტაქსი, სემანტიკა, ლექსიკოლოგია);
  • ლინგვისტიკის ახალი დარგები (ტექსტის ლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, კოგნიტიური ლინგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა, ინფორმატიკული ლინგვისტიკა);
  • ლიტერატურის სწავლება უნივერსიტეტში;
  • უცხოეთში წაკითხული ფრანგული “მოდერნული” ლიტერატურა;
  • კვლევის თანამედროვე მეთოდები და ფრანგული ლიტერატურა შუა საუკუნეებიდან დღემდე;
  • ლინგვისტიკა და დიდაქტიკა;
  • ენათა დიდაქტიკა (თანამედროვე სახელმძღვანელო მეთოდები, მულტიმედიური რესურსების ინტეგრაცია პედაგოგიურ სცენარებში, თანამედროვე შეფასების სისტემები).
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ  დააფიქსიროთ თქვენი ინტერესი და გამოგზავნოთ განაცხადი : 300 სიტყვიანი რეზიუმე  5 საკვანძო სიტყვისა და კვლევის თემატური არეალების მითითებით,  სახელი,  გვარი, აკადემიური ხარისხი, დასაქმების ადგილი და საკონტატო ინფორმაცია 30 მაისამდე.

გთხოვთ, განაცხადი ელექტრონული სახით გამოგზავნოთ მისამართზე : gvanca.chanturia@tsu.ge

შესარჩვევი კომისიის გადაწყვეტილება გეცნობებათ  ივნისის ბოლოს.

კონფერენციის სამუშაო ენებია : ქართული და  ფრანგული. მოხსენებლებს, რომლებიც ქართულად წაიკითხავენ მოხსენებას, ვთხოვთ,  გამოგზავნონ ვრცელი (ორგვერდიანი) ინგლისურენოვანი რეზიუმე.

მონაწილეობის ღირებულება -60 ლარი. საბანკო ანგარიშის ნომერი გამოგეგზავნებათ მას შემდეგ, რაც თქვენი მოხსენება მიიღებს დადებით შეფასებას.

სარედაქციო კოლეგია :

1.ქეთევან გაბუნია – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომანული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

2.ციური ახვლედიანი – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3.ნანა გუნცაძე – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

4.სიბილა გელაძე –პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5.თინა მარგალიტაძე –პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

6.თამარ ქაცანაშვილი – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7.ნინო ქავთარაძე –პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

8.გვანცა ჭანტურია –დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9.გიორგი ეკიზაშვილი –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

10.სილვია ბოტევა –პროფესორი,  სოფიის წმინდა კლიმენტ ოხრიდის უნივერსიტეტი, რომანული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

11.მიხაელა რადულესკუ – პროფესორი, ბუქარესტის ტექნიკური უნივერსიტეტი, უცხო ენათა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Print

« იხ. ყველა სიახლე