2012-08-29

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე ( ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ).

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს (მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით).

2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(ბრძ. 90/01-01, 16.07.2012):
ა) საბუთების მიღება – 27 აგვისტო - 6 სექტემბერი;   
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 10 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  13 - 17 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 19 - 21  სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 24 – 28 სექტემბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 1 ოქტომბერი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2012 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B 2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ლ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე