2017-10-18

კონკურსი თსუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

სტიპენდიების ჩამონათვალი:
ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 12 დღე
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია)
https://www.ulisboa.pt/en
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
http://www.univ-paris8.fr/en/
ცენტრალური ადმინისტრაცია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
https://www.insa-rennes.fr/
საგარეო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
https://www.hiof.no/english
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://en.uw.edu.pl/
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 დღე
მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიტვა)
https://www.mruni.eu/en/
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 დღე
მობილობის სავარაუდო პერიოდი: საერთაშორისო პერსონალის კვირეული, 12-16 თებერვალი ან 2-6 ივლისი

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის/დეპარტამენტის დეკანის/უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების საკონტაქტო პირს).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 29 ნოემბრის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
თურქეთი, ფინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ნორვეგია:140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
 გერმანია, პორტუგალია: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
შესაძლოა, გასაუბრებები პარიზი 8-ისა და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის სტიპენდიების მოსაპოვებლად გაიმართოს სხვა კონკურსებისგან/გასაუბრებებისგან განცალკევებით.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე