2014-05-03

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების შესახებ

3 მაისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მოკლე პრეზენტაციები ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უნივერსიტეტების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

შეხვედრა ტარდება იმ სტუდენტებისთვის, ვინც მიმდინარე სემესტრში გაიმარჯვა უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1. თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე