2016-08-30

ინფორმაცია სწავლის საფასურის ეტაპობრივ გადახდასთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, რომ  2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში უნდა გაიაროთ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.

•ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა დადგენილ ვადებში გადაიხადოთ სწავლის სემესტრული საფასური (გარდა 100%-იანი სასწავლო გრანტის მქონე ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა).

•თანხის გადახდა შესაძლებელია  ბანკ ,,რესპუბლიკის”, ,,TBC ბანკის“ და ,,ლიბერთი ბანკის”  ნებისმიერ ფილიალში ან გადახდის აპარატების (Paybox) მეშვეობით.

•ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილად ჩაგეთვლებათ, თუ არ გაქვთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანება და რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გადაიხდით მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს.

•იმ შემთხვევაში, თუ  ვერ ახერხებთ  წინა პერიოდის ფინანსური დავალიანების, მიმდინარე სემეტრის სრული  სემესტრული გადასახადის ან მისი ნახევრის გადახდას, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის საჭიროა, 2016 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით  განცხადებით მიმართოთ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ( განცხადება უნდა ჩააბაროთ თსუ-ს  I კორპუსი, ოთახი N 111).

•ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესში წამორმოქმნილი პრობლემების შესახებ  შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტს ( თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 019)ან თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს ( თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 111) .


Print

« იხ. ყველა სიახლე