2013-11-26

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მემორიალის შესაქმნელად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად. მემორიალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში განთავსდება. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილონ შემდეგ მისამართზე: www.spa.ge საკონკურსო განცხადების ველში (განცხადება №1020).

საკონკურსო განაცხადი მიიღება 2014 წლის 20 იანვრის 10.00 საათიდან  - 2014 წლის 20 იანვრის 17.00 საათამდე.
საკონტაქტო პირები: ინგა მერკვილიშვილი  (ტელ.: 577 59 58 39),

ლია ბაკაშვილი (ტელ.: 577 57 88 48), ლელა კოპალეიშვილი (ტელ.: 577 94 32 94).

Print

« იხ. ყველა სიახლე