2016-04-15

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს II ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკაა: „ანტიკურობის თანამედროვეობა“

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რეგიონებში არესბული აკრედიტებული უნივერსიტეტების ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პერიოდულ სტუდენტურ ჟურნალში: ,,მნემოსინე”.

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 14-15 მაისს.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2016 წლის 30 აპრილამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: greekstudies@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი.
+995 59
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 30 აპრილს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67 +995 598 60 46 67
ელ.ფოსტა: greekstudies@tsu.ge




Print

« იხ. ყველა სიახლე