2011-11-09

ტრენინგი თსუ სტუდენტებისთვის კერძო მეწარმეობის განსავითარებლად

Estonian Development Co-operation-ის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ერთობლივი პროექტი „Tbilisi State University Start-up Enterprise Workshops Project“, რომელიც მიზნად ისახავს ტრენინგ–პროგრამების საშუალებით თსუ სტუდენტების მომზადებას კერძო მეწარმეობის განსავითარებლად.

უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ა/წ 10 დეკემბერს თსუ–ში ჩატარდება სასტარტო ტრენინგი, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილე სტუდენტებში მცირე ბიზნეს–გეგმების შემუშავების უნარების განვითარებას. პროექტში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სათანადო სერთიფიკატს და სამი წარმატებული ბიზნეს–გეგმის ავტორი დაჯილდოვდება Kindle–ელექტრონული საკითხავი მოწყობილობით. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა. სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ელ. ფოსტის მისამართზე: mari.kvirkvaia@tsu.ge.


ENG
Print

« იხ. ყველა სიახლე