2017-04-20

„Rustaveli-DAAD“-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია თსუ-ში

24 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტებისთვის „Rustaveli-DAAD“-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გაცნობის მიზნით.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში, აგრეთვე, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის კონკურსი შესახებ ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ DAAD-ის ვებგვერდი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 214-ე აუდიტორია


Print

« იხ. ყველა სიახლე