2015-10-06

კონკურსი დამწყები მკვლევრებისთვის

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით გამოცხადებულია კონკურსი დამწყები მკვლევრებისთვის.

საბუთების შეტანის ვადაა 2015 წლის 17 ნოემბერი.

იხილეთ ბმული
 
აღნიშნული საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამორჩეულ მთავარ მკვლევარებს (Excellent Principal Investigators), რომლებსაც დოქტორის ხარისხი, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2-7 წლის წინ აქვთ დაცული და იმყოფებიან იმ საწყის კარიერულ ეტაპზე, როცა იწყებენ საკუთარი დამოუკიდებელი  კვლევითი გუნდის და პროგრამის შექმნას.
 
მთავარმა მკვლევარმა აპლიკანტმა უნდა აჩვენოს მის მიერ წარდგენილი სამეცნიერო წინადადების ნოვატორული ბუნება, ამბიცია და განხორციელებადობა. ამასთან, კონკურენტულმა აპლიკანტმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად კვლევის პოტენციალის დემონსტრირება. მაგალითად, მას უკვე უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული, სულ მცირე, ერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია სამეცნიერო PhD ხელმძღვანელის მონაწილეობის გარეშე.
 
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მკვლევარებს, რომლებსაც განზრახული აქვთ კვლევით აქტივობების განხორციელება ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში ან ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყანაში.
 
დამწყები მკვლევარებისთვის ევროპული კვლევების საბჭოს მიერ 5 წლის პერიოდით გასაცემი გრანტების ჯამური ოდენობა 1 500 000 ევროს  შეადგენს.
 
ევროპული კვლევების საბჭოს მოწინავე კვლევით გრანტების ადმინისტრირება ხდება „ქვემოდან-ზემოთ“ პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს იმას, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტები.
 
მთავარია, საკონკურსო წინადადების განმცხადებელი იყოს გამორჩეული მკვლევარი; შერჩეული ყავდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსა თუ ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებულ ქვეყანაში დაფუძნებული მასპინძელი ინსტიტუტი და გააჩნდეს მოწინავე საპროექტო წინადადება.
 
ევროპული კვლევების საბჭოს ფარგლებში გამოცხადებული კონკურსები არ საჭიროებს კონსორციუმის შექმნას ან თანადაფინანსებას, რადგანაც შემოტანილი საპროექტო წინადადებები ფასდება ერთადერთი კრიტერიუმით – ეს არის სამეცნიერო გამორჩეულობა.
 
ევროპული კვლევების საბჭოს კონკურსში ‘ERC-2016-STG’ მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს შეუძლია შეიტანოს საპროექტო წინადადება სამი კვლევითი მიმართულებიდან ერთ ერთზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამივე მიმართულებისთვის საბუთების შეტანის ბოლო ვადად განსაზღვრულია ერთი თარიღი – 2015 წლის 17 ნოემბერი, სამშაბათი ბრიუსელის დროით 17:00:00
 
ეს მიმართულებებია:

ფიზიკის მეცნიერებები & ინჟინერია;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
სოციალური მეცნიერებები & ჰუმანიტარული მეცნიერებები

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტს: ngabitashvili@mes.gov.ge; ngabitashvili@gmail.com
Print

« იხ. ყველა სიახლე