2013-06-14

ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დიდი ქართველი მეცნიერების ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
 
კონკურსის მიზანია:

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, საგამოფენო საქმე, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, მონაცემთა ბაზები, საბიბლიოთეკო საქმე და სხვ.);
კორნელი კეკელიძისა და ილია აბულაძის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ.ბმული: http://www.manuscript.ge/index.php?m=966

Print

« იხ. ყველა სიახლე