2017-06-27

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსი - ჯგუფური კონსულტაცია

30 ივნისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდის წარმომადგენლები გამართავენ ჯგუფურ კონსულტაციას თსუ აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის.  შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო  ფონდმა გამოაცხადა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე