2017-12-27

კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა

ცხადდება კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

გორდელერის დემოკრატიული მართველობის კოლეჯი არის ერთწლიანი, ბოშის ფონდისა და DGAP-ის განათლების ერთობლივი, გერმანულენოვანი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ლიდერები. პროგრამის განმავლობაში, შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში.

სემინარები ტარდება გერმანულ ენაზე.

გორდელერის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა. მგზავრობის, ვიზის, საცხოვრებლის, კვებისა და გასაუბრებაზე ან სემინარზე დასწრებასთან დაკავშირებული სხვა თანხები სრულად ანაზღაურდება რობერტ ბოშის ფონდის მიერ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 თებერვალი, 2018 წელი.
პროგრამის დასაწყისი: 13 სექტემბერი, 2018

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
Print

« იხ. ყველა სიახლე