2017-11-09

MBC-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ (MBC)-ის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მოკლე პრეზენტაცია კომპანიის შესახებ და ასევე, აქტიური ვაკანსიები: გაყიდვების აგენტი, საკრედიტო სტაჟიორი და საკრედიტო ექსპერტი (ნახევარი და სრული სამუშაო განაკვეთით).

დაინტერესებულ პირებს იქვე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმები.

მისამართი:თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე