2013-01-30

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ).

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს (მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით).

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(ბრძ. 04/01-01, 18.01.2013):
ა) საბუთების მიღება – 28 იანვარი - 4 თებერვალი;   
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 7 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 თებერვალი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  11 - 12 თებერვალი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 13 თებერვალი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 14 - 15  თებერვალი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 18 – 21 თებერვალი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 თებერვალი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2012 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B 2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ლ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე.



საკონტაქტო ინფორმაცია
 

 საკონტაქტო ინფორმაცია დოქტორანტებისათვის

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ, II კორპუსი, ოთახი № 158; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 36

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 14. თსუ IV კორპუსი, II სართული, ოთახი №209; ტელეფონი: (+995 32) 2 25 02 61

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, X (მაღლივი) კორპუსი, VI სართული, 610. ტელეფონი: (+995 32) 2 30 41 74

იურიდიული ფაკულტეტი - მის: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ, II კორპუსი, ოთახი № 117; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 19. (+995 32) 2 29 08 41.

მედიცინის ფაკულტეტი - მის: ქ. თბილისი, ჭიაურელის 2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N3. ტელეფონი: (+995 32) 2 54 08 23; (+995 32)  2 91 31 25

Print

« იხ. ყველა სიახლე