2015-11-13

სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი სტუდენტებისთვის!!!

სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" დასაქმებისა და სტაჟირების მსურველ სტუდენტებს გიწვევთ 2015 წლის 6 დეკემბერს, 11 საათიდან სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმზე.

ფორუმზე მოწვეულია 40-მდე ორგანიზაცია კერძო და საჯარო სექტორიდან. წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობა IT ინჟინერიაში, ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი/მომხმარებელი კომპანიების მიერ.

ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: ვებ-გვერდზე: http://www.technology.gov.ge/ - პროფესიული სამყარო ან ფონდის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/techdevelopmentfund - პროფესიული სამყარო.
Print

« იხ. ყველა სიახლე