2014-04-03

კონფერენცია “მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურების შეხვედრის ადგილი”

გიწვევთ  მთარგმნელის, პოეტისა და მხატვრული თარგმანის თეორეტიკოსის გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურების  შეხვედრის ადგილი - მონაწილეობის მისაღებად!

ორგანიზატორი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი;
ჩატარების თარიღი: 18-20 სექტემბერი, 2014 წ.,
მიმართულება: თარგმანი, ლიტერატურული ურთიერთობები.

მოხსენებების თემატიკა:
1.    მხატვრული თარგმანი თანამედროვე მსოფლიოში  და მისი  განვითარების  პერსპექტივები;
2.    თარგმანის ტრადიცია და თეორია;
3.    თარგმანის სოციოკულტურული, ეთნოლინგვისტური და ფსიქოლინგვისტური ასპექტები;
4.    კულტურათშორისი კომუნიკაცია და კულტურათა დიალოგი;
5.    ეკვივალენტობის პრობლემა თარგმანსა და ორენოვან ლექსიკოგრაფიაში.

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული;
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება + გამოქვეყნება;
დაუსწრებლად მონაწილეობა (მოხსენების გამოგზავნა) + გამოქვეყნება.
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოაგზავნოთ 2014 წლის  30 ივნისამდე  შემდეგ მისამართზე ekaterine.navrozashvili@tsu.ge

განაცხადის ფორმა:
კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი;
აკადემიური თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი, ორგანიზაცია;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომრები).

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ  2014 წლის  21 ივლისს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.

კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი: 
•    უცხოელი მეცნიერებისათვის  - 30 ევრო;
•     ქართველი მეცნიერებისათვის - 40 ლარი;
•     თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 50 ლარი;
სარეგისტრაციო გადასახადი ითვალისწინებს შემდეგს:
•    კონფერენციის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
•    მსუბუქი საუზმე
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა მასალების  კრებული.
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი: სს „ბანკი რესპუბლიკა“
 ბანკის BIC კოდი: REPLGE22
მიმღების დასახელება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 ანგარიშის ნომერი: GE44BR0000010052962160

გადარიცხვისას მიუთითეთ:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურის  შეხვედრის ადგილი
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.
 
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
 
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.1. ოთახი N 204

საკონტაქტო პირი; ასოც. პროფ. ეკატერინე ნავროზაშვილი, ტელ.:  5 77 94 77 67
ელ.ფოსტა: ekaterine.navrozashvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე