2017-04-26

საერთაშორისო სტუდენტური ფოტო კონკურსი

კიევის ტექნოლოგიებისა და დიზაინის ეროვნული უნივერსიტეტი იწვევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მერვე საერთაშორისო სტუდენტურ ფოტო კონკურსზე "Garyacha Kryga" (Hot Ice) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მე-17 საერთაშორისო ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსის ფარგლებში ("Pecherski Kashtany") 29 მაისიდან 3 ივნისამდე.

სტუდენტებს სააპლიკაციო ფორმებისა  და ფოტო ნამუშევრების გამოგზავნა შეუძლიათ 2017 წლის 11 მაისამდე (იხ. სააპლიკაციო ფორმა)

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვებგვერდი, ბმული 1, ბმული 2  და დანართი.



Print

« იხ. ყველა სიახლე