2016-04-12

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეთა საყურადღებოდ

ივანე ჯავახიშვილის დაბადების 140-ე წლისთავთან დაკავშირებით თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის „საბავშო უნივერსიტეტი“ საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელთათვის ატარებს ლექციათა ციკლს „საუბრები ივანე ჯავახიშვილის შესახებ".

ლექტორი: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე

ლექციები ჩატარდება 19, 20, 21, აპრილს 17:00 საათზე

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს

სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
1. პატრიოტიზმი: „მამულიშვილობა და მეცნიერება“
2. ადამიანის პრობლემა: პირველი ლექცია ქართულ უნივერსიტეტში
3. ქართული უნივერსიტეტი როგორც პოლიტიკური პროექტი
4. ივანე ჯავახიშვილი ქართული პოლიტიკური აზროვნების თავისებურებების შესახებ
5. ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
6. ივანე ჯავახიშვილის გეოპოლიტიკური კონცეფცია
7. ივანე ჯავახიშვილი ტოტალიტარიზმის პირობებში

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე