2010-10-21

გაცვლითი პროგრამა კადისის უნივერსიტეტში თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის  კადისის უნივერსიტეტში (კადისი, ესპანეთი http://www.uca.es) ერთი წლით სწავლის უფლების მოსაპოვებლად (2010/2011 სასწავლო წელი). მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამაგისტრო პროგრამა: International Relations and Immigration Policies

სამაგისტრო პროგრამა ორენოვანია! კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური და ესპანური ენების  ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და ესპანურ ენებზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი
  • მოტივაციის წერილი (ესპანურ და ინგლისურ ენებზე)
  • სასურველია  ინგლისური და/ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • პასპორტის ასლი

კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. სტუდენტის ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
2010 წლის 2 ნოემბრის 12 საათი
დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში;
მისამართი:
თსუ მეორე კორპუსი,
მეორე სართული,
ოთახი 237; ტელ: 25 02 12
Print

« იხ. ყველა სიახლე