2017-06-28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდოს დაწესებისა და 2017 წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“.

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.

კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას.

2017 წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი;
საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი; 
2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
2017  წლის საუკეთესო მეცნიერი;
2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.
 
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე



Print

« იხ. ყველა სიახლე