2015-11-11

ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2015/2016

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობაში“. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი შედგენილია წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მქონე პირი ერთ–ერთი შემდეგი სპეციალობით: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესი ევროკავშირის მიმართულებით ღრმა კვლევის წარმოებისათვის.

მისაღები გამოცდები:

1. კვლევითი პროექტი (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს ა)დისერტაციის სათაურს,   ბ) კვლევის მიზნებს,  გ) კვლევით კითხვას/კითხვებს, დ) კვლევის მეთოდოლოგიას და  ე) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.

2. გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონეზე (შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება გამოცდისაგან); კანდიდატი ასევე გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან, თუ მას ინგლისურენოვან პროგრამაზე მინიმუმ სრული ერთ წლიანი კურსის გავლის შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხი.

3. გასაუბრება კომისიის წინაშე.

მაგისტრის ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2015 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
კ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა);
ლ) სამოტივაციო წერილი.

აპლიკაციების მიიღების ბოლო ვადა 30 ნოემბერი, 2015 წ

ა)საბუთების მიღება – 16-30 ნოემბერი;
ბ)გამოცდა უცხო ენაში – 2 დეკემბერი;
გ)გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 დეკემბერი;
დ)გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7-8 დეკემბერი;
ე)აპელაციის შედეგების გამოცხადება - 9 დეკემბერი;
ვ)დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 10 დეკემბერი;
ზ)ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან –
     14-16 დეკემბერი;
თ)ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 18 დეკემბერი

სწავლა დაიწყება 2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.

გაზაფხულის სემესტრის ვადები:  

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 - 23 თებერვალი;
ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 - 29 თებერვალი;
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 29 თებერვალი – 11 ივნისი;
დ) საგამოცდო პერიოდი - 13 ივნისი - 7 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 13 - 19 ივლისი (დამატებითი გამოცდები).
ე) არდადეგები - 20 ივლისი - 13 სექტემბერი.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სემესტრული გადასახადი შეადგენს 1125 ლარს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული , 406-ე აუდიტორი ა,  ევროპული კვლევების ინსტიტუტი

                                                                     ტელ: (+995 32) 2 22 78 99
                                                                    ელ–ფოსტა:  info.ies@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე