2016-11-14

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს  კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

სტიპენდიების ჩამონათვალი  მიმართულებების მიხედვით:

ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
http://www.lu.lv/eng/
ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
http://www.ut.ee/
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
http://www.uni-salzburg.at/index.php?id=52
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.metu.edu.tr/
ბიზნესი, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ეკონომიკა, ისტორია, ბიოლოგია, სოციოლოგია, ბიზნესი, ტურიზმი, მედიცინა, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
http://www.uclouvain.be/index.html
ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-ruse.bg/en
იურიდიული

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
http://www.uni-speyer.de/en/university.php
იურიდიული, საჯარო მმართველობა

კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (RheinAhrCampus, გერმანია)
http://www.hs-koblenz.de/rac/index/
ბიზნესი

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული, ევროპული კვლევები, კულტურის მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 32 დღე

ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unibo.it/it
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unitus.it/
ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე

ინსუბრიას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www4.uninsubria.it/notte16.html
ბიზნესი
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
http://www.vdu.lt/en/
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://en.uw.edu.pl/
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.en.uj.edu.pl/
იურიდიული, ისტორია, ფილოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ფილოსოფია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე

რშჟეჟოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://fao.portal.prz.edu.pl/en/
მენეჯმენტი, კომპიუტერული მეცნიერებები, ქიმია, მათემატიკა
მობილობის პერიოდი: 2016 წლის დეკემბერი - 2017 წლის მარტი
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

მისკოლჩის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
http://www.uni-miskolc.hu/en
ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 1 კვირა

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიტვა)
https://www.mruni.eu/en/
იურიდიული, ეკონომიკა
მობილობის პერიოდი: 1 კვირა

მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
https://www.muni.cz/
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა
მობილობის პერიოდი: 1 კვირა

იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
http://www.uoi.gr/en/
განათლების მეცნიერებები, დაწყებითი განათლება, პედაგოგიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 18 ნოემბრის 16.00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (მეილში მიუთითეთ მობილობის ტიპი (აკადემიური) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით): erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან)
სტიპენდია მოიცავს:
  • დღიურ სტიპენდიას + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

შენიშვნა:
  • დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
  • შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
  • ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
  • კილისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტების სტიპენდიების მოსაპოვებელი გასაუბრება, შესაძლოა, გაიმართოს საერთო გასაუბრების შემდეგ
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე