2018-04-04

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აწესებს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებს.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით  წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული  აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა), ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა). სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი გამიზნულია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

სტიპენდია წესდება  მაგისტრატურის სტუდენტისათვის  თვეში  150 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა), ასევე ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა). სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ბმული.




Print

« იხ. ყველა სიახლე