2016-10-20

ბრემენის უნივერსიტეტის სტიპენდიები დოქტორანტურის სტუდენტებისათვის

თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ გამოყოფილი ორი სტიპენდიის მოსაპოვებლად, ერთთვიანი მობილობის ფარგლებში. აპლიკანტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან გერმანულ ენას. მასპინძელი უნივერსიტეტის დეპარტამენტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.controlling.uni-bremen.de/en/

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 20/11/2016-20/12/2016
სტიპენდიის მოცულობა: 1000 ევრო
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ ბრემენში ცხოვრების, საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯები!!!

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 2 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: exchange@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი;
  • დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე);
  • ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა,
  • ფონტი - Times New Roman, დაშორება - 1,5; ველი - 2);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე, ხელმოწერითა და
  • ბეჭდით დამოწმებული);
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა.
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: lela.katsadze@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე