2016-05-06

მზია თოდუას საჯარო მოხსენება თსუ-ში

16 მაისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი მზია თოდუა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე - კერძო სამართლის ნორმების ფუნქციური კლასიფიკაციის მნიშვნელობა სამოქალაქო დავებზე გადაწყვეტილების მიღებისას.

ღონისძიებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

დასწრება თავისუფალია.

მის.: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, 0 სართული, აუდიტორია №06
Print

« იხ. ყველა სიახლე