2015-10-12

ტემპუსის პროექტის SSRULLI მეორე საერთაშორისო კონფერენცია

13-14 ოქტომბერს 10:00–18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტემპუსის პროექტის SSRULLI (Strengthening the Specific Role of Universities as Lifelong Learning Institutions) უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება მეორე საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის და კვლევებისა და შეფასების სამმართველოს მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები. კვლევა ეხება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უწყვეტი განათლების განვითარებას. რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ უწყვეტი განათლების ავსტრიელი, გერმანელი, ესტონელი და შვედი ექსპერტები, რომლებიც ჩართულები არიან უწყვეტი განათლების შესახებ ტემპუსის პროექტების განხორციელებაში (SSRULLI, LeAGUe).

კონფერენციის გახსნას დაესწრება და სტუმრებს მიესალმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ერაზმუს+ეროვნული ოფისის ხელმძღვანელლი ლიკა ღლონტი, უნივერსიტეტის პრორექტორი იოსებ სალუქვაძე.

SSRULLI-ს ხანგრძლივობა ორი წელია და პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საუნივერსიტეტო სტრატეგიები და რეგიონული რეკომენდაციები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების შესახებ. დაარსდება საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ეროვნული და რეგიონული ასოციაციები. ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება და დაინერგება მინიმუმ ერთი უწყვეტი განათლების კურსი. პროექტ SSRULLI-ს წარმდგენი და კოორდინატორია თსუ.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტ SSRULLI-ს პარტნიორები ევროპიდან და რეგიონიდან, ასევე საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების მიზნით ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით მიმდინარე ტემპუსის სხვა ორი პროექტის (LeAGUe, ARMAZEG) წარმომადგენლები.

კონფერენციის პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე