2016-02-10

კონფერენცია „სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი“

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად აწყობენ  კონფერენციას „სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი“, რომელიც ჩატარდება 2016 წ. 10-11 მარტს  თბილისში: 10 მარტს - საქართველოს პარლამენტის სასახლის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ხოლო 11 მარტს (სექციური მუშაობა) - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის მიზანია, ხარისხიანი სასკოლო განათლების, როგორც ქართული სახელმწიფოს განვითარების საფუძვლისა და მომავლის მნიშვნელობის ხაზგასმა.

კონფერენციის მთავარი თემები იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში სასკოლო განათლების წარმმართველი როლის გაძლიერება, სასკოლო განათლების რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების გამოწვევები, მათ შორის - სკოლის მასწავლებლების მნიშვნელობის ამაღლების სტრატეგიული საკითხები.

ამ წერილით კონფერენციის ორგანიზატორები იწვევენ დაინტერესებულ მხარეებს, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასახელებული სფეროს პროფესიონალებს, გამოთქვან კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი და 2016 წლის 19 თებერვლამდე მოგვაწოდონ ზემოთჩამოთვილილი მიმართულებებიდან მათთვის საინტერესო საკითხზე მათი შესაძლო გამოსვლის/პრეზენტაციის თემა და მოკლე თეზისი (მაქსიმუმ - 1 გვ).

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ მოხსენების სათაური და თეზისები ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართებზე:
zkirtava@parliament.ge
daviddemetradze@gmail.com   
(ტელ.: 228 15 03)
იხ. ბმული
Print

« იხ. ყველა სიახლე