2017-06-15

კონფერენცია "გერმანულ-ქართული დიალოგი ახალი ქართული საზოგადოებრივი მეცნიერების სახელმძღვანელოზე"

19-20 ივნისს , 13.30 საათზე, გაიმართება კონფერენცია:  გერმანულ-ქართული დიალოგი ახალი ქართული საზოგადოებრივი მეცნიერების სახელმძღვანელოზე გერმანელი და ქართველი მეცნიერებისა და პედაგოგების მონაწილეობით. კონფერენცია ეძღვნება გერმანიასა და საქართველოში საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლების პრობლემებს.

მონაწილეები:

ფრანკ ლანგნერი - ბონის გიმნაზიის დირექტორი, სასკოლო სამსახურის უმაღლესი მოხელე;
დოქტ. რობერტ მაიერი - გეორგ-ეკერტის სახელობის საერთაშორისო სახელმძღვანელოების კვლევის ინსტიტუტი, ბრაუნშვაიგი;
პროფ. ელენე მეძმარიაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დოქტ. მაია რაზმაძე - გეორგ-ეკერტის სახელობის საერთაშორისო     სახელმძღვანელოების კვლევის ინსტიტუტი (ბერლინი);
პროფ. ვოლფგანგ სანდერი -  გისენის უნივერსიტეტი, სოციალური და პოლიტიკური     მეცნიერების დიდაქტიკოსი;
პროფ. თეა ქარჩავა - საქართველოს განათლების სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დოქტ. თამთა გრიგოლია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ორგანიზატორი);
მაია ქაფიანიძე M.A. - პოლიტოლოგი, კონფერენციის თარჯიმანი;
ქეთი გუგუჩია M.A. - პოლიტოლოგი, კონფერენციის თარჯიმანი;
დოქტ. ნანა ციხისთავი - სახელმძღვანელოზე მომუშავე ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი;
სახელმძღვანელოზე მომუშავე მასწავლებლები/ავტორები, პროფესორები, მკვლევრები, დოქტორანტები, სტუდენტები და  საზოგადებათმცოდნეობის სწავლებით დაინტერესებული პირები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გეორგ ეკერტის სახელობის საერთაშორისო სახელმძღვანელოების კვლევის ინსტიტუტი (ბერლინი).

კონფერენციის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, ოთახი #202

Print

« იხ. ყველა სიახლე