2016-06-16

ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ!

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებზე არსებული ვაკანტური ადგილები განისაზღვრა რექტორის 2016 წლის 23 მაისის N82/01-01 ბრძანებით
/ge/juridical/orders/zyztpawoR6VPcOvev/?p=1

ერთიანი ეროვნული/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე თსუ-ში მიღების წესი და მიღების წინაპირობები განსაზღვრულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილებით
/ge/juridical/axad_council_resolutions/2014/l2ci-x1uufweo-d8c//

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საგამოცდო პერიოდი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში განისაზღვრა რექტორის 2016 წლის 16 ივნისის N97/01-01 ბრძანებით /ge/juridical/orders/QeS5lgbtyalxLTBA4/?p=1

•    გამოცდა ენაში - 26 ივლისი (10 საათი, ილ. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი №120);
•    გამოცდის შედეგების გამოცხადება - 27 ივლისი;
•    გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 28 ივლისი;
•    აპელაციის შედეგების გამოცხადება - 29 ივლისი;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
ტელ: +995 32 2 253971, +995 32 2250484 (თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი.
მის.: ილ. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ 1 კორპუსი, აუდიტორია №111, №120).



Print

« იხ. ყველა სიახლე