2013-01-29

სამუშაო ძალის განვითარებისთვის განსაზღვრული საკონკურსო წინადადება

სამუშაო ძალის განვითარებისთვის განსაზღვრული საკონკურსო წინადადება


საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC), პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის,მეორე კომპაქტის ფარგლებში განიხილავენ 12-15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას, რომლიცს გაიცემა ღია დაგამჭირვალე საგრანტო კონკურსის გზით. კონკურსის ფარგლებში,  პირველ ეტაპზე წარიმართება პროფესიული განათლების სექტორში არსებულიმდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და  საჭიროების გამოვლინება, რომლის შემდგომ, მეორე ეტაპზე მოხდება პროექტებისდეტალური წარდგენა, შეფასება და დაფინანსება.  საკონკურსო წინადადების პირველი ეტაპის განხორციელებისთვის, ათასწლეულის გამოწვევისფონდი-საქართველო MCA-Georgia იწყებს განცხადების მიღებას პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევებისგანსაზღვრის მიზნით.  განაცხადები უნდა მოიცავდეს  საინჟინრო და ტექნოლოგიურ, (მშენებლობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, და ა.შ.) და  სოფლის მეურნეობის  სფეროებს.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმაათლებლოდაწესებულებებს, პროფესიულ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა თუ სხვა იურიდიული პირებისთვის, რომლებიცახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიულიი სწავლებისა და განათლების უზრუნველყოფის სფეროში.
 
პროფესიული განათლების განმახორციელებელ ორგანიზაციებს საკონკურსო განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ:
  1. წინადადებები შრომით ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამებისგანახლებასთან დაკავშირებით, ასევე  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.
  2. განაცხადები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და დამსაქმებლებთან ასრებული კავშრისგაღრმავების მიზნით.
 
კონკურსის მეორე ეტაპზე,  პროექტები  დასაფინანსებლად ადგილობრივი და უცხოელ დამოუკიდებელი ექსპერტთა შეფასების საფუძველზეშეირჩევა.
            
  • კონკურსის გამოცხადება:   25 იანვარი, 2013 წ.
  • პროექტების წარდგენის ბოლო ვადა    15 თებერვალი 2013 წ.
  • პროექტების შეფასება თებერვალი-მარტი, 2013 წ.
  • კონკურსის შესახებ ნებისმიერი ტიპის შეკითხვები/განმარტებები წარდგენილ უნდა იქნას წერილობითი სახით ელ-ფოსტაზე: call@mcageorgia.ge
  • ყოველ შეკითხვას (წარმოდგენილს ქართულ და ინგლისურ ენებზე)  პასუხი გაეცემა წერილობით და გავრცელდება ყველა დარეგისტრირებულ პრეტენდენტს შორის (www.mes.gov.ge, www.mcageorgia.ge)
  • შეკითხვებს (წარმოდგენილს ქართულ და ინგლისურ ენებზე) პასუხი გაეცემა ათი სამუშაო დღის განმავლობაში. შეკითხვების წარდგენის ბოლო ვადაა 31 იანვარი.
  • საკონკურსო პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 5 გვერდზე. ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ შესაძლებელია თან დაერთოს დანართის სახით და არ იყოს გათვალისწინებული აღნიშნულ 5 გვერდში.
  • საკონკურსო პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველომ უნდა მიიღოს საკონკურსო პროექტები  არაუგვიანეს 15 თებერვლის 18.00 საათამდე.
  • პროექტები იგზავნება ელ-ფოსტით call@mcageorgia.ge
 
საკონკურსო პირობებების დეტალური აღწერა:
GEO ENG


Print

« იხ. ყველა სიახლე