2019-01-10

ტრენინგი ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანგულენოვან სტუდენტებს სთავაზობს 4 საათიან ტრენინგს. ტრენინგზე განხილული იქნება საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობები. სტუდენტები შეისწავლიან CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენას, ასევე გაეცნობიან საფრანგეთის სტუდენტურ სამუშაო ბაზარს.

ტრენინგს გაუძღვება ლიონის უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი სილვი დადომო.

ტრენინგი გაიმართება თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პარასკევს, 18 იანვარს, 13:00 საათზე.

ტრენინგზე წინასწარ დარეგისტრირება აუცილებელია.

დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ 15 იანვრამდე გაგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, მისამართზე tamar.garibashvili@auf.org.
Print

« იხ. ყველა სიახლე