2011-07-27

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო აქცია–კონცერტი

6 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის დრამატულ თეატრში მეგობართა საზოგადოების მხარდასაჭერად და ცენტრში დაცული უნიკალური კოლექციის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართება ცნობილი ქართველი პიანისტის – ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო აქცია–კონცერტი. კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მეგობართა საზოგადოების ანგარიშზე ჩაირიცხება და საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მსურველთ თანხის გაღება შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE 51 TB 75 1703 6080 1000 01
Print

« იხ. ყველა სიახლე