2014-02-09

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ

Beijing Institute of Technology (www.bit.edu.cn, ჩინეთი) 2014/2015 სასწავლო წლისათვის  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის მე-4 კურსის ან მაგისტრატურის 1 კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს შემდეგ მიმართულებებში:
- Information and Electronics
- Software
სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, დაზღვევას, ბინას, კვებას და სასწავლო ნივთების შეძენას.
სწავლის ხანგრძლივობა:  2-2,5 წელი
სწავლა  მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი1, დანართი2  და დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ: 2 25 02 12

Print

« იხ. ყველა სიახლე