2011-12-26

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება სთავაზობს სტუდენტებს ჩაერთონ ინგლისურიდან ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფში.

სტუდენტების მიერ წარმატებულად შესრულებული თარგმანები (თანამედროვე მოთხრობები, პიესები, ლექსები და სხვა) გამოქვეყნდება ქართულ ლიტერატურულ საიტებზე.


მთარგმნელთა ჯგუფის წევრებზე გაიცემა მთარგმნელობით საქმიანობაში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ ექნებათ საშუალება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ თავიანთი სტუდენტური ცხოვრება და ჩაერთონ ჯგუფის მიერ თარგმნელობით საქმიანობათა სამომავლო პერსპექტივების ძიებაში.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და მათ მიერ შესრულებული თარგმანი 500-800 სიტყვის მოცულობით, მედეა გუგეშაშვილთან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g_medea@yahoo.com ; გთხოვთ დოკუმენტები გამოგზავნოთ 2012 წლის 1 მარტამდე,


Print

« იხ. ყველა სიახლე