2016-10-19

საერთაშორისო კონფერენცია „საფრთხეში მყოფი ენები“

20-24 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საფრთხეში მყოფი ენები“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ლინგვისტთა მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომიტეტი,  გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციაში ქართველ ენათმეცნიერებთან ერთად მონაწილეობს ოცდაათზე მეტი ამ პრობლემატიკით დაინტერესებული  უცხოელი მკვლევარი. კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა წრე ძალიან ფართოა: ენათა წინაშე მდგარი საფრთხეები, ენათა დოკუმენტირება, ენობრივი უფლებები, საფრთხეში მყოფ ენათა შენარჩუნება და დაცვა, მათი გაცოცხლებისა და სწავლების შესაძლებლობები.

კავკასიის რეგიონში გავრცელებულ  საფრთხეში მყოფ ენათა გარდა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები შეეხება ინდოეთში, ამაზონიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში, იტალიასა და ფინეთში გავრცელებულ საფრთხეში მყოფ ენებს, ამას გარდა, აფრიკისა ამერიკის ინდიელთა ენების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

იხ.პროგრამა

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე