2017-09-27

ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების საყურადღებოდ!

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გიწვევთ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის ლექციებზე.

ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლეებს VII-XII კლასის ჩათვლით.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა

ლექციები ჩატარდება ყოველ პარასკევს 18:00 საათზე, დეტალური ინფორმაცია ლექციების განრიგთან დაკავშირებით იხილეთ ბმულის სახით.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, 307 აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე