2018-03-15

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები

ცხადდება კონკურსი მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) მიერ გამოყოფილ ინგლისურენოვან სამაგისტრო (2 წელი) და სადოქტორო (4 წელი) პროგრამებზე სასწავლებლად 2018-2019 აკადემიური წლისათვის.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: დანართი 1; დანართი 2.

მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- სწავლის გადასახადი;
-ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სტუდენტური საცხოვრებელი;
- ყოველთვიური სტიპენდია (3,000 ჩინური იუანი მაგისტრანტებისათვის და 3,500 ჩინური იუანი დოქტორანტებისათვის).  

კონკურსის ბენეფიციარმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო გადაადგილებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

კონკურშში მონაწილეობის წინაპირობები:
•სტუდენტი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა ირიცხებოდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე და ქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი.
•მაგისტრანტებმა უნდა წარმოადგინონ ბაკალავრიატის დიპლომი და დოქტორანტები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს იმავე ან მომიჯნავე მიმართულებაში.

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულად)
პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი
აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად)
1 მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე
ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით (ქართულად)
ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცლითურთ
2 აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკაცის ასლი: TOEFL IBT (მინიმალური ქულა 80) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5)  
მაგისტრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცლითურთ (დოქტორანტებისათვის).  

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2018 წლის 26 მარტის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (pdf ფორმატში, თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:exchange@tsu.ge

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
1.სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2.გასაუბრება კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3.კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  
4.საბოლოო შერჩევა - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელ. მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge

შენიშვნა:დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება! 
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.


Print

« იხ. ყველა სიახლე