2017-07-12

საერთაშორისო კონფერენცია-„გზა ევროინტეგრაციისკენ“

25-26 სექტემბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „გზა ევროინტეგრაციისკენ“ გამართავს. კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას ყველა საფეხურისა და ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ, მათ შორის ევროპის უმაღლესი სასწავლებლებიც. კონფერენციაზე სამუშაო ენა ქართული და ინგლისური იქნება.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
იყოთ უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი.
ერკვეოდეთ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციური განვითარების აქტუალური პრობლემები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, ტექნოლოგიური, კულტურული და სამართლებრივი გამოწვევები.

ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადებია:
24 ივლისი - ნაშრომის სათაურისა და აბსტრაქტის (1 გვერდი, ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოგზავნის ბოლო ვადა.
25 აგვისტო - ნაშრომის (7-8 გვერდამდე) გამოგზავნის ბოლო ვადა.
სტატიები წარმოადგინეთ მისამართით: festivalofscience2017@eu.edu.ge  
სტატიის გაფორმების წესების შესახებ იხ.: www.eugb.ge

მიღებულ ნამუშევრებს „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორები კონკურსის წესით შეარჩევენ და გამარჯვებული ნამუშრევრების ავტორებს გამოავლნენ. სწორედ მათ ექნებათ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
Print

« იხ. ყველა სიახლე