2015-07-20

„ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია“ და „იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენცია“

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის ატარებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ქართველოლოგიის დარგში, აგრეთვე დაწესდა ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია.
 
კონფერენცია ჩატარდება უნივერსიტეტში 2 წელიწადში ერთხელ, საკონფერენციო წლის 27 ოქტომბერს (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს). პირველი კონფერენცია ჩატარდება 2015 წელს. საკონფერენციო თეზისების მიღების ვადაა 27 ივლისის 18:00სთ (თეზისების კრიტერიუმები). თეზისები გამოაგზავნეთ gogebashvili.conference2015@tsu.ge მისამართზე.
 
ბრძანება 97/01-01  29.06.2015 
 
ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭება ხდება უნივერსიტეტის მიერ 2 წელიწადში ერთხელ, საპრემიო წლის 27 ოქტომბერს. პირველი კონფერენციის ჩატარება და პრემიის გაცემა ხდება 2015 წელს.
 
ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესი (დანართი N1).
 
კონფერენციის ჩატარების დებულება იხილეთ დანართში 2  ბრძანება №:61/01-01, 20.04.2015
Print

« იხ. ყველა სიახლე