2015-09-30

DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა

6 ოქტომბერს DAAD-ის (გერმანიის  აკადემიური  გაცვლის  სამსახური) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი თსუ ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სოციალური და პოლიტიკური, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებთან, დოქტორანტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა გაიმართება
11.00 საათზე თსუ I კორპუსში, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორიაში და 14.00 საათზე მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

წარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები 2016-2017 წლისთვის
·საზაფხულო ენის კურსი
(მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);
· სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის ;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
·სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
·სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
·სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)
 
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება  ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.

DAAD (გერმანიის  აკადემიური  გაცვლის  სამსახური) 1988 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისთვის. სტიპენდიატების დიდი ნაწილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული  ან მეცნიერ-თანამშრომელია.

 




Print

« იხ. ყველა სიახლე